- მთავარი >
- სასტუმროები
სასტუმროები
- ჩვენი ყველა სასტუმრო ბათუმში
-
ორბი სითი
ორბი სითიOrbi City Hotel გთავაზობთ მომსახურების ფართო არჩევანს, რათა უზრუნველყოს კომფორტული და დასამახსოვრებელი დასვენება მისი სტუმრებისთვის. სტილითა და სიმყუდროვით სავსე ადგილი, სადაც ყოველთვის იპოვით დროსა და სივრცეს განტვირთისთვის. ორბის სასტუმროების ქსელი, წლებია უკვე ბათუმის სავიზიტო ბარათად იქცა და ალბათ, დასვენების დაგეგმვისას არჩევანის უამრავ შესაძლო ვარიანტებშიც სტუმრებისთვის მოწინავე ადგილს სწორედ ის იკავებს. ზღვის, მზისა და მთის საოცარი, პანორამული ხედები, მომსახურების მაღალი სტანდარტები და საუკეთესო ადგილმდებარეობა, ეს ის მცირე ჩამონათვალია, რამაც ორბის სატუმროების ქსელი წამყვან ბრენდად აქცია წლების წინ და ის ღირსეულად იკავებს დღემდე ამ მოწინავე პოზიციას. მოდერნიზებული ნომრები, მყუდრო გარემო როგორც სამუშაოდ, ასევე, უბრალოდ დასვენებისა და მნიშვნელოვანი დღეების გასატარებლად, მასაჟის სარელაქსაციო სერვისი, 24 საათიანი ქოლ-ცენტრი, მუდამ მომღიმარი პერსონალი და ატმოსფერო, რომელიც ყველა შესაძლო პირობას გიქმნით ბედნიერებისთვის, განაპირობებს იმას, რომ აქ ყველაზე ახლოს გრძნობთ თავს სამოთხესთან. ერთი ბენეფიტი, რაც ცალსახაა ყველა სტუმრისთვის, არის სხვადასხვა კატეგორიის ნომრები, რომელიც ერთნაირად კომფორტულია როგორც ოჯახის. ასევე, წყვილებისა და უბრალოდ, ინდივიდუალური ჯავშნებისთვის. შესაძლოა ბევრმა არ იცოდეთ, რომ ორბის სასტუმროების ქსელი რამდენიმე სასტუმროსგან შედგება და ყველა მათგანს განსაკუთრებული, ინდივიდუალური მახასიათებლები აქვს, რაც კიდევ უფრო დიდ კომფორტს უქმნის სხვადასხვა გემოვნებისა და სეგმენტის მომხმარებელს. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი მდებარეობს ზღვის პირველ ზოლში, რაც ავტომატურად გაახლოვებს ქალაქის აქტიურ მუხტთან. See more -
ორბი ბიჩ თაუერი
ორბი ბიჩ თაუერიOrbi Beach Tower - სტუმრების აზრზე დაყრდნობით ყველაზე მომნუსხველი ხედები სწორედ აქედან იშლება. გამორჩეულია ასევე აქაური ლობი, გლამურული ვიტრინებითა და ულამაზესი ჭაღებით სავსე.რამდენიმე თვის წინ, სასტუმროს მენეჯმენტის ინიციატივით, აქ გაიხსნა შოურუმი შინაარსით „Все буде добре“, გაყიდული ნივთებიდან თანხის დიდი ნაწილი კი უკრაინელების დახმარების ფონდში გადაირიცხა. See more -
ორბი სი თაუერი
ორბი სი თაუერიOrbi Sea Towers - ზღვის პირველ ზოლში მდებარე სასტუმრო კომპლექსი, რომლის შთამბეჭდავი ხედები თქვენი ინსპირაციისა და საუკეთესო მოგონებების უშრეტი წყარო გახდება სამუდამოდ. ამბობენ, ბათუმში მზე სხვანაირად ამოდის, მზის ჩასვლაც სხვანაირად თვალწარმტაცია ამ ქალაქში და Orbi Sea Towers სწორედ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მის აღსაქმელად. ჰორიზონტი, რომელიც აქედან იშლება დღისა და ღამის, წელიწადის ნებისმიერ დროს წარუშლელ კვალს დატოვებს თქვენი მოგონებების ისტორიაში, და თუკი ერთხელ ეწვევით აქაურობას, აუცილებლად მოგინდებათ დაბრუნება. Orbi Sea Towers - ში განთავსებულია მსოფლიოში განთქმული Ginza Project-ის რესტორანი „პანორამა“, რომელიც ყველა სტუმარს აოცებს არა მარტო საოცარი ინტერიერით, არამედ სერვისითა და დახვეწილი, უგემრიელესი, სხვადასხვა სახის გასტრონომიული შედევრებით. Ginza project-მა 31-31-33-34 სართულებზე შემოგვთავაზა სხვადასხვა შინაარსის გასართობი სივრცეები. თუ პანორამაში გემრიელად მირთმევა და მყუდრო საღამოს გატარებაა შესაძლებელი, Orbi Sea Towers-ის ბოლო სართულზე, ROOFTOP ტერასაზე უფრო ენერგიული, მუსიკალური შემსრულებლების მიერ გაფორმებული, გემოვნებიანი მუსიკითა და გემრიელი კოქტეილებით გაჯერებული ცოცხალი საღამოს გატარებაც არის შესაძლებელი. საქართველოში(და არა მარტო) არსებული ყველაზე გამორჩეული არტისტები იზრუნებენ თქვენი დასვენების მრავალფეროვნებასა და ხარისხზე. Orbi Sea Towers - ში თავისი აქტიურობიდან გამომდინარე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა სიცოცხლე და ხალისი, ამაში დიდი წვლილი კი თავად პერსონალსაც მიუძღვის, რადგან ისინი მუდამ მომღიმარ კონდიციაში 24 საათის განმავლობაში სიხარულით იზრუნებენ თქვენს ნებისმიერ საჭიროებასა და კომფორტზე. Orbi Sea Towers ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და ხელმისაწვდომი ადგილია, როელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ. See more -
ორბი რეზიდენსი
ორბი რეზიდენსიკეთილი იყოს თქვენი მობრძანება არქიტექტურის სასწაულზე-ORBI Residence! ჩვენი კომპლექსი, ზღვის ტალღის მსგავსად, იპყრობს ტურისტებისა და სტუმრების გულებს თავისი მადლითა და ელეგანტურობით. 35 სართულის სიმაღლიდან იხსნება მიმდებარე ტერიტორიის საოცარი პანორამული ხედი, რაც საშუალებას გაძლევთ დატკბეთ მიმდებარე სამყაროს სილამაზით. ჩაეფლო ფუფუნებისა და კომფორტის ატმოსფეროში ჩვენს ერთ-ერთ ბინაში დარჩენით. ჩვენ გთავაზობთ განსახლების სხვადასხვა ვარიანტს, მყუდრო სტუდიებიდან დაწყებული ფართო საოჯახო ბინებით დამთავრებული. მიუხედავად იმისა, თუ რა ვარიანტს აირჩევთ, თქვენ გექნებათ განსაცვიფრებელი ხედი ზღვაზე ან ქალაქზე. ORBI Residence არ არის მხოლოდ სასტუმრო, ეს არის მშვიდობისა და სიმშვიდის ნამდვილი ოაზისი. მადლობა მისი მოსახერხებელი ადგილმდებარეობა, თქვენ შეგიძლიათ მარტივად მიიღოთ ძირითადი ატრაქციონები და გასართობი ქალაქის. და თავისუფალ დროს შეგიძლიათ ფეხით გასწვრივ სანაპიროზე ან მოინახულოთ ადგილობრივი პარკი. See more
- ჩვენი ყველა სასტუმრო ბაკურიანში
-
ორბი პალასი
ორბი პალასიOrbi Palace Bakuriani - ს სახით გვინდოდა შეგვექმნა სივრცე სადაც სტუმრებს შეეძლოთ იდეალურად შეეთავსებინათ ერთმანეთთან, მეთოდოლოგიური მკურნალობა, გამაჯანსაღებელი სპა პროცედურები , სილამაზეზე ზრუნვა და დასვენება ყველაზე მწვანე ქალაქში, ბუნებასთან ახლოს , წყნარ და სასიამოვნო გარემოში. ჩვენი პროფესიონალი, გამოცდილი სამედიცინო პერსონალის გუნდი იზრუნებს თითეული სტუმრის როგორც ჯანმრთელობაზე ასევე მათ კარგ განწყობაზე მთელი წლის განმავლობაში. დილის გამომხნევებელი სეირნობა ცენტრალური პარკის 71 ჰექტარზე გადაჭიმულ პარკში , შემდეგ გამაჯანსაღებელი , სამკურნალო, სამედიცინო პროცედურებით ჩვენს ბალნეოლოგიურ ცენტრ „Be Healthy” - ში , ხოლო საღამო , ცოცხალი მუსიკის ფონზე ჩვენს ქართულ ევროპულ რესტორანში „მაგნოლია“-ში განუმეორებელსა და დაუვიწყარს გახდის თქვენს ვიზიტს ბაკურიანში. See more
- ჩვენი ყველა სასტუმრო ბახმაროში
- Coming soon
- ჩვენი ყველა სასტუმრო თბილისში
- Coming soon